იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ოქსონ სოლუშენსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
იურიდიული: იურისტი
კომპანია „ოქსონ სოლუშენს“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების - წესდებების, დებულებების, წესების, ხელშეკრულებების, შექმნა/რედაქტირება და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • კორესპონდენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საპასუხო წერილების მომზადება;
  • კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პერიოდული ანალიზი;
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პრიორიტეტულია და ჩაითვლება უპირატესობად.

მისამართი: ქ.თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის N2 (მზიურის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00 საათი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე : HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!