,,ავეჯიომეტალი”- წამყვანი ლითონის ნაკეთობათა საწარმო, რომელიც მრავალი წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, ამ ეტაპზე ეძებს გუნდის ახალ წევრს ლითონის ნაკეთობათა კონსტრუქტორის პოზიციაზე.
,,ავეჯიომეტალ”- ში ლითონის სხვადასხვა სირთულისა თუ დიზაინის კონსტრუქციების წარმოება მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური
პროფესიონალების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ხოლო ხარისხის კონტროლი ხორციელდება წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე.
პოზიცია: ლითონის ნაკეთობათა კონსტრუქტორი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვიქტორ ნოზაძინ ქუჩა #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00-18:00
დასვენების დღე - კვირა
ანაზღაურება : 2500 ლარი, დარიცხული
მოვალეობები:
- საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის (ნახაზები, სპეციფიკაციები, 3D მოდელები) შემუშავება ტექნიკური დავალებისა და სტანდარტების შესაბამისად.
- ტექნიკური გამოთვლების ჩატარება და პროექტების ანალიზი სიმტკიცის, საიმედოობისა და ეკონომიურობის თვალსაზრისით.
- მონაწილეობა ახალი კონსტრუქციების შემუშავებაში და არსებული კონსტრუქციების გაუმჯობესებაში.
- კოორდინირებული მუშაობა კომპანიის სხვა განყოფილებებთან (წარმოება, ტექნოლოგიური განყოფილება, შესყიდვების განყოფილება)
- პროექტირებისა და წარმოების ყველა ეტაპზე.
- შემუშავებული კონსტრუქციების დამზადებისა და ტესტირების პროცესებზე საავტორო ზედამხედველობის გაწევა.
- წარმოებისა და ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი პრობლემების ანალიზი და აღმოფხვრა.
- ტექნიკური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება.
- მარეგულირებელი დოკუმენტაციის მოთხოვნებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება.
- ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- CAD პროგრამების (მაგალითად, AutoCAD, SolidWorks, Kompas-3D) სრულფასოვანი ცოდნა.
- საპროექტო დოკუმენტაციის ერთიანი სისტემის და სხვა მარეგულირებელი ტექნიკური დოკუმენტაციის ცოდნა.
- ტექნიკური გამოთვლების შესრულების გამოცდილება.
- ტექნიკურ ლიტერატურასა და სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება.
- ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნება და ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
დამატებითი მოთხოვნები:
- უცხო ენების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება კონკრეტულ ინდუსტრიაში ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (ანაზღაურება დადგინდება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად).
- ოფიციალურ დასაქმებას შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს.
- მონაწილეობას საინტერესო და ინოვაციურ პროექტებში.
- ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული და პროფესიონალებისაგან შემდგარი გუნდი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე:
info@avejiometal.geგთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:
11 მაისიგისურვებთ წარმატებას!