ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
თარიღები: 11 აპრ - 10 მაი
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები:  HR მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@stepsbatumi.ge
"STEPS Batumi Hotel & Suites" აპარტ-სასტუმრო ბათუმში, გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება.
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, რესტორნსა და ბარს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 2ბ;
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:30 – 18:30

ძირითადი მოვალეობები:
  • HR პროცედურების შემუშავება და მართვა მოქმედი კანონმდებლობის, პროცედურებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • SELF HR პროგრამაში თანამშრომლებთან დაკავშირებული ყველა სახის მონაცემის ასახვა და განახლება;
  • შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • ადამიანური რესურსების დოკუმენტაციის ადმინისტრირება: ხელშეკრულებების გაფორმება და აღრიცხვა, სხვადასხვა სახის ბრძანებების, ცნობების და სხვა დოკუმენტების მომზადება;
  • თანამშრომელთა დასწრების მონიტორინგი;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და განახლება;
  • ანაზღაურების სისტემის (Payroll) მართვა;
  • საჭირო ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და პერსონალის განვითარების ხელშეწყობა;
  • თანამშრომელთა ბენეფიტებისა და კომპენსაციების მართვა;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
  • ერთიანი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებისა და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • სამოტივაციო სისტემების შემუშავება, დანერგვა და ეფექტიანი განხორციელება;
  • Onboarding და Offboarding პროცესების ორგანიზება და მხარდაჭერა.

საჭირო უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • HR სოფტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point);
  • ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
  • გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს და გუნდურ აქტივობებს;
  • თანამედროვე ოფისსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
  • კომპანიის პროდუქტებზე/სერვისებზე სპეციალურ შეღავათებს;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 მაისი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!