წყალმომარაგება-წყალარინებისა და კანალიზაციის სისტემის ინჟინერ პროექტანტი
2xP PRIORITY ელსაიდი
თარიღები: 14 აპრ - 10 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3000 - 5000
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ინჟინერია:  სისტემური პროცესების ინჟინერი ავტომატიზირებული სისტემების პროექტირება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@elside.ge
ელსაიდის გუნდი ეძებს მოტივირებულ ინჟინერ პროექტანტს წყალმომარაგება-წყალარინებისა და კანალიზაციის მიმართულებით.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს, სადაც მათ ექნებათ მუდმივი განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - საინჟინრო ან სამშენებლო მიმართულებით;
  • CAD პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება : 2 წელი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

შესასრულებელი სამუშაოს მოკლე აღწერა:
  • დასაქმებული შეასრულებს კომპანიის მიმდინარე პროექტებში წყალმომარაგება- წყალარინებისა და საკანალიზაციო სისტემების პროექტირებას;
  • პროექტირების პროცესში გამოიყენება საქართველოში მოქმედი ნორმები და სტანდარტები, ასევე კონკრეტული საპროექტო ობიექტისათვის განკუთვნილი შესაბამისი ნორმები.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალურობა;
  • როგორც გუნდური ისე დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მუდმივი განვითარების სურვილი;
  • სიახლეებისადმი მიმღებლობა;

დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) განისაზღვრება 3000-5000  ლარის ფარგლებში (დამოკიდებულია აპლიკანტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე).


დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: hr@elside.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

გისურვებთ წარმატებას!