დირექტორის თანაშემწე
2xP PRIORITY ელსაიდი
თარიღები: 14 აპრ - 10 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  პირადი ასისტენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@elside.ge
ელსაიდის გუნდი აცხადებს ვაკანსიას კომპანიის დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დირექტორისა საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • დოკუმენტების თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით;
  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა,  დირექტორისათვის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში, მისი ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • დირექტორის დღის წესრიგის შექმნა;
  • შეხვედრების ორგანიზება - დროის შეთანხმება, განრიგის შედგენა, დისტანციური და ფიზიკური შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების შემთხვევაში, ზარების გადამისამართება;
  • დირექტორის მითითებით სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება;
  • დირექტორის მიერ დავალებული სხვა ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობის შესრულება.
  • კომპანიის მარკეტინგული პროცესების მართვა (სოციალური მედიის, ვებ გვერდისა და სხვა არხების ადმინისტრირება);
  • საოფისე შესყიდვების წარმოება და მარაგების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება  დირექტორის თანაშემწის, პროექტის მენეჯერის ასისტენტის ან სხვა მომიჯნავე პოზიციაზე.
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აკადემიური წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • Office 365 - ის სერვისების სრულყოფილად ფლობა (Teams, Outlook, Word, Excel, PowerPoint).

პიროვნული მახასიათებლები:
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის მენეჯმენტისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • გამოსაცდელი ვადა: 1 თვე

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@elside.ge. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.