ელსაიდის გუნდი აცხადებს ვაკანსიას კომპანიის დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- დირექტორისა საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- დოკუმენტების თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით;
- შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა, დირექტორისათვის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში, მისი ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- დირექტორის დღის წესრიგის შექმნა;
- შეხვედრების ორგანიზება - დროის შეთანხმება, განრიგის შედგენა, დისტანციური და ფიზიკური შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა;
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების შემთხვევაში, ზარების გადამისამართება;
- დირექტორის მითითებით სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება;
- დირექტორის მიერ დავალებული სხვა ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობის შესრულება.
- კომპანიის მარკეტინგული პროცესების მართვა (სოციალური მედიის, ვებ გვერდისა და სხვა არხების ადმინისტრირება);
- საოფისე შესყიდვების წარმოება და მარაგების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება;
- არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დირექტორის თანაშემწის, პროექტის მენეჯერის ასისტენტის ან სხვა მომიჯნავე პოზიციაზე.
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- აკადემიური წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- Office 365 - ის სერვისების სრულყოფილად ფლობა (Teams, Outlook, Word, Excel, PowerPoint).
პიროვნული მახასიათებლები:- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის მენეჯმენტისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
სამუშაო პირობები:- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;
- გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@elside.ge. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.