ბარმენი

თბილისი სრული განაკვეთი Oktopus Fitness Club
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 5 ფილიალს საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ბათუმი), კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე
ლოკაცია: ოკტოპუს ლისი
სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი ცვლები

სამუშაოს აღწერილობა:
ოქტოპუს ლისი ეძებს გამოცდილ ბარმენს, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სისწრაფითა და სტუმარ-მასპინძლობის მაღალი სტანდარტით. პოზიცია მოიცავს ბარის სრულ მართვას, სასმელების მომზადებასა და სტუმრებისთვის შესანიშნავი სერვისის უზრუნველყოფას.

ძირითადი მოვალეობები:
  • ალკოჰოლური და არაალკოჰოლური კოქტეილების, ყავის და სხვა სასმელების მომზადება
  • ბარის სრულყოფილი მოწესრიგება და მარაგების კონტროლი
  • სტუმრებთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაცია
  • მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების მართვა (ბარათით)
  • ჰიგიენური სტანდარტების მკაცრი დაცვა
  • შეკვეთების სისწორისა და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
  • სასმელების მენიუს კარგად ცოდნა და კოქტეილების მომზადების ტექნიკა
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ენერგიულობა

დაინტერესებულმა პირებმა , გთხოვთ გამოგზავნოთ CV – hr@oktopus.ge