გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Alpha DC
მივლინება: არა
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
Alpha DC აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა: კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების განსაზღვრა.
  • შეკვეთების დამუშავება და მართვა: კლიენტების შეკვეთების მონიტორინგი და დროული შესრულების უზრუნველყოფა.
  • ახალი კლიენტების მოძიება: ბაზრის კვლევა და პოტენციური კლიენტების მოძიება.
  • კლიენტებთან ურთიერთობის მართვა: გრძელვადიანი და ნაყოფიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება.
  • ბაზრის ანალიზი: IT მიმართულების ტრენდების, ფასებისა და კონკურენტების კვლევა.
  • დოკუმენტაციის წარმოება: გაყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგებების, კონტრაქტებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მართვა.

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (უპირატესობად ჩაითვლება სადისტრიბუციო მიმართულებით).
  • IT ბაზრისა და ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა.
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები.
  • ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული კომუნიკაცია.
  • დროის მართვის და ორგანიზაციული უნარები.
  • შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • ანაზღაურება: 900$-1000$
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • თანამედროვე ოფისი და სამუშაო პირობები
  • ფიტპასი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე Salome.dvalishvili@alphadc.ge-ზე. მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.