საბაჟო ოფიცერი
2xP PRIORITY IK Consulting
თარიღები: 11 აპრ - 20 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1800 - 2000
ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საბაჟო
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: ikconsultinggeo@gmail.com
საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბაჟო ოფიცერი. 
 
საქმიანობა: ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტი/ექსპორტი 
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2025
ხელფასი: 1800 -2000 ლარი, ხელზე, კომპეტენციიდან გამომდინარე
 
საბაჟო ოფიცერის საპასუხისმგებლო სამუშაო  სფეროები:
  • საბაჟო დოკუმენტაციის შედგენა/რეგისტრირება/მიწოდება/მიღება/შენახვა

პოზიციის ძირითადი სამუშაო ფუნქციები:
  • საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • საბაჟო პროცესების და მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
  • საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, მომზადება, გაფორმება, დაარქივება და შესაბამისი დახარისხება;
  • საბაჟოს, შემოსავლების სამსახურისა და სხვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • დეკლარირების პროცესში წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში, აღმოფხვრა;
  • ყოველთვიური KPI ანგარიშების წარმოება;
  • საბაჟო საკითხების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით, ექსელის, კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა, გამართული წერითი კომუნიკაციის უნარები; 
  • საბაჟო კანომდელობის ცოდნა;
  • გავლილი ტრენინგები საბაჟო ოპერაციების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით.

პოზიციისთვის სავალდებულო ძირითადი კომპეტენციები და უნარები:
  • ტექნიკური უნარები
  • დისციპლინირებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • სხარტი აზროვნება
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ikconsultinggeo@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.