ბიზნესის განვითარების მენეჯერი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
TOP მენეჯმენტი: ბიზნესის განვითარება/სტრატეგია
სს ქართული ლუდის კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი პროდუქტის პროექტის შედგენაში კომერციული კუთხით მონაწილეობა (ბაზრის ანალიზი, ფასწარმოქმნა, სავარაუდო გაყიდვის არხები, პოტენციური რეალიზაცია და ა.შ.);
  • შეთანხმებული და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, აღნიშნულ პორტფელზე დაგეგმილი რეალიზაციების და მომგებიანობის უზრუნველყოფა, რაც თავის თავში გულისხმობს მონიტორინგს და რეკომენდაციებს შემდეგი მიმართულებით: გაყიდვის არხების ათვისებას; პრომო აქტივობების დაგეგმვა და შესრულების ეფექტურობის ანალიზს; კომერციულ მოლაპარაკებებისთვის მომზადების პროცესში გაყიდვების გუნდისთვის რეკომენდაციების მომზადებას; გაყიდვების გუნდისთვის დამატებითი სამოტივაციო სისტემების შემუშავება.
  • იმპორტირებული პორტფელის ნაშთების კონტროლი და შეკვეთების განთავსება დაგეგმილი რეალიზაციების (ფიზიკურად შეკვეთის განთავსებას ახდენს შესყიდვების სამსახური), აქტივობების და ვადიანობის გათვალისწინებით;
  • რეგულარული (ყოველთვიური) რეპორტინგი ექსპორტიორ კომპანიებთან (რეალიზაციები არხების მიხედვით, დაგაგმილი და შესრულებული BTL აქტივობები და შედეგები და სხვა).
  • ყოველწლიურ, კვარტლურ და თვის ბიუჯეტირებაში ჩართულობა შესაბამისი პორტფელის მიმართულებით;
  • საექსპორტო მოლაპარაკებების კომერციული მხარდაჭერა (კომერციული შეთავაზებების დამუშავება, ახალი ბრენდებისთვის და ბიზნესებისთვის ფასწარმოქმნაში მონაწილეობის მიღება, ისე, რომ გათვალისწინებული იყოს კომპანიისთვის დადგენილი მომგებიანობის ნორმა);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • FMCG სფეროში კომერციული მიმართულებით მუშაობის მინუმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • Power Bi - Dax ფუნქციონალი;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:
  • ტრანსპორტირება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 10 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.