ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი „ლოქსიტანი“ აცხადებს ვაკანსიას „სილამაზის კონსულტანტის“ პოზიციაზე, „გალერეა თბილისში“.
პარფიუმერიის კოსმეტიკური ბრენდი „ლოქსიტანი“, რომელიც 1976 წელს შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით 𝟗0 ქვეყანაში 𝟑 𝟎𝟎𝟎-ზე მეტ ბუტიკს აერთიანებს. „ლოქსიტანის“ პირველი მაღაზიის კარი 𝟏𝟗𝟖𝟏 წელს პროვანსში გაიღო და დღესდღეობით მდებარეობს ისეთ პრესტიჟულ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო.
ბრენდი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეს „ლოქსიტანის“ ყვითელი, კაშკაშა ბუტიკები მდებარეობს ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#𝟒𝟎-ში და საბურთალოს სითი მოლში. სულ მალე კი „ლოქსიტანის“ ბუტიკი წარმოდგენილი იქნება „გალერეა თბილისშიც“.
„ლოქსიტანი“-ს მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების მიწოდება, ხოლო თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა. კომპანია გამუდმებით ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლებაზე, რადგან ჩვენი სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია.
თუ ხართ განვითარებაზე ორინტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება;
- სხვადასხვა სამოტივაციო და საბონუსე სქემა;
- „ვაკის საცურაო აუზის“ აბონიმენტი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი და ბალანსი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 2/4 (გალერია თბილისი);
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში: 10:00 – 18:00 სთ ან 14:00 – 22:00 სთ,, კვირაში 5 სამუშაო დღე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
- სამუშაოს შესრულება ბრენდის სტრატეგიისა და სტანდარტების გათვალისწინებით;
- მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში, კამპანიებში მონაწილეობა;
- პროდუქციის თაროებზე განლაგება სტანდარტების მიხედვით და მუდმივი მონიტორინგი;
- სალარო ოპერაციების შესრულება და შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- სასურველია დამატებით რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული უნარები და მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პროდუქციის პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
- ორგანიზებული;
- მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@loccitane.ge. 2025 წლის 10 მაისის ჩათვლით და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “სილამაზის კონსულტანტი”. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
„ლუქსარტი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.