მაღაზიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი L’Occitane Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი „ლოქსიტანი“ აცხადებს ვაკანსიას „მაღაზიის მენეჯერის“ პოზიციაზე, „გალერეა თბილისში“. 

პარფიუმერიის კოსმეტიკური ბრენდი „ლოქსიტანი“, რომელიც 1976 წელს შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით 𝟗0 ქვეყანაში 𝟑 𝟎𝟎𝟎-ზე მეტ ბუტიკს აერთიანებს. „ლოქსიტანის“ პირველი მაღაზიის კარი 𝟏𝟗𝟖𝟏 წელს პროვანსში გაიღო და დღესდღეობით მდებარეობს ისეთ პრესტიჟულ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო. 

ბრენდი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და დღეს „ლოქსიტანის“ ყვითელი, კაშკაშა ბუტიკები მდებარეობს ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#𝟒𝟎-ში და საბურთალოს სითი მოლში. სულ მალე კი „ლოქსიტანის“ ბუტიკი წარმოდგენილი იქნება „გალერეა თბილისშიც“.
 
„ლოქსიტანი“-ს მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების მიწოდება, ხოლო თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა. კომპანია  გამუდმებით ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლებაზე, რადგან ჩვენი სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. 
თუ ხართ განვითარებაზე ორინტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით  ჩვენს გუნდს.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: 
  • ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო; 
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; 
  • კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება; 
  • სხვადასხვა სამოტივაციო და საბონუსე სქემა; 
  • „ვაკის საცურაო აუზის“ აბონიმენტი; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • კორპორატიული ნომერი და ბალანსი. 

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 2/4 (გალერია თბილისი); 
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში: 10:00 – 18:00 სთ ან 14:00 – 22:00 სთ, კვირაში 5 სამუშაო დღე; 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიის პროცესების მართვა; შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა;
  • მაღაზიაში პროდუქციის განლაგების მერჩენდაიზინგის მოწოდებულ სტანდარტთან შესაბამისობის ყოველდღიური მონიტორინგი;
  • გუნდის წევრების ფუნქციებისა და  სამუშაო გრაფიკების ეფექტურად გადანაწილება და ყოველდღიური მონიტორინგი; 
  • მომხმარებლებთან ურთიერთობასა და საცალო გაყიდვებში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების, ფასებისა და სალაროს კონტროლი;
  • ნაშთების, მაღაზიის დროული მომარაგების, მოკლევადიანი პროდუქციის კონტროლი და საჭირო პროცესების მართვა;
  • აღწერების დაგეგმარების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და გეგმის მიხედვით შესრულების უზრუნველყოფა; 
  • ტექნიკური ხარვეზის შესახებ შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
  • გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ადგილზე პროდუქციის ან/და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფა; 
  • მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინება; 
  • პროდუქციის გაყიდვების სტიმულირების მიზნით სხვადასხვა კამპანიების აქტივობებში აქტიური ჩართულობა და გუნდის წევრების მონაწილეობის უზრუნველყოფა;    
  • ადგილზე შექმნილი კრიზისული/პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, გაყიდვების მიმართულებით); 
  • გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; 
  • სასურველია დამატებით რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; 
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა. 

პიროვნული უნარები და მოთხოვნები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პროდუქციის პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები; 
  • გუნდის მართვისა და თანამშრომელთა მოტივირების უნარები; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული; 
  • მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებული; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე. 

კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@loccitane.ge. 2025 წლის 10 მაისის ჩათვლით და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “მაღაზიის მენეჯერი”. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 „ლუქსარტი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.