მარკეტინგის მენეჯერი
2xP PRIORITY ფარმაცევტული კომპანია არტფარმა და L’Occitane Group
თარიღები: 10 აპრ - 09 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მარკეტინგის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@artpharma.ge
ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ და „L’Occitane Group”-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

„არტფარმა“ არის საერთაშორისო კომპანიების „Walmark”, “Stada Group” და სხვა, ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. „არტფარმას“ პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ყველაზე მოხმარებადი ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: ვიტაფეროლი, ნიუ ნორდიკი, ვიტრუმი, ნეუტრადერმი და სხვა.
„L’Occitane Group”-ი კი წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელია სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროში. „L’Occitane Group”-ის პორტფოლიო, რომელიც აქცენტს აკეთებს ორგანულ და ბუნებრივ ინგრედიენტებზე, მოიცავს შემდეგ პრემიუმ სილამაზის ბრენდებს: L’OCCITANE en Provence, Melvita, Erborian, ELEMIS, Sol de Janeiro და სხვა.
L’Occitane en Provence” საქართველოში წარმოდგენილია 2012 წლიდან. „ლოქსიტანის“ ყვითელი, კაშკაშა ბუტიკები მდებარეობს ქ. თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, „სითი მოლსა“ და „გალერეა თბილისში“.
ჩვენი მიზანია ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნა და დამკვიდრება საქართველოში. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიური, პროფესიონალი, გამოცდილი თანამშრომლებით და ორიენტირებულია მათ ზრდა-განვითარებაზე.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • „ვაკის საცურაო აუზის“ აბონიმენტი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი და ბალანსი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის ქ. #92;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მარკეტინგული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება როგორც კომპანიის, ასევე, ბრენდების განვითარების მიზნით;
  • მარკეტინგული კამპანიების, პროექტების, სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ვადების ეფექტიანად მართვა;
  • მარკეტინგული მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში;
  • მედია საშუალებებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • სტრატეგიის შესაბამისად მარკეტინგული პროექტების ბიუჯეტირება;
  • არსებული და ახალი პროდუქტების შესახებ ბაზრის კვლევის ჩატარება;
  • ბაზრის სიახლეების, ტენდენციების შესწავლა და კონკურენტული ანალიზის რეგულარული განხორციელება;
  • მარკეტინგის გუნდის მართვა, მათ მოტივირებასა და ეფექტურ მუშაობაზე ზრუნვა;
  • კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების მართვის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა და მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმარება და განხორციელება გუნდთან ერთად;
  • პერიოდული ანგარიშგება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება ფარმაციის, სილამაზის ან/და სამედიცინო სფეროებში;
  • მნიშვნელოვანია გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (საუბარი, წერა);
  • MS Offie პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • მედიასთან ურთიერთობისა და პრეზენტაციის/საჯაროდ გამოსვლის უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • შემოქმედებითი აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;
  • დაგეგმვის, ანალიზის, განხორციელებისა და შეფასების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@artpharma.ge 2025 წლის 10 მაისის ჩათვლით და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “მარკეტინგის მენეჯერი”.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"არტ ფარმა" და „ლუქსარტი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით