ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ დაარსდა 2014 წელს და საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებს, როგორებიცაა Walmark, STADA Group და სხვა. კომპანია აწარმოებს საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ევროპიდან. „არტფარმას“ პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ყველაზე მოხმარებადი ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: ვიტაფეროლი, ნიუ ნორდიკი, ვიტრუმი, ნეუტრადერმი და სხვა.
„არტფარმას“ მიზანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნა და დამკვიდრება საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ინოვაციებისა და ახალი ბრენდების განვითარების კუთხით. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიური, პროფესიონალი, გამოცდილი თანამშრომლებით და ორიენტირებულია მათ ზრდა-განვითარებაზე.
ფარმაცევტული კომპანია “არტფარმა“ აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე საქართველოს მასშტაბით.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის ქ. #92;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უნარები:
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@artpharma.ge 2025 წლის 10 მაისის ჩათვლით და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “რეგიონული მენეჯერი”.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"არტ ფარმა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

- ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- „ვაკის საცურაო აუზის“ აბონიმენტი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი და ბალანსი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის ქ. #92;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო წარმომადგენლების ეფექტური მართვა და მათი სამუშაოს მონიტორინგი;
- ვიზიტების სწორი დაგეგმარებისა და განხორციელების ხარისხის მონიტორინგი;
- სამედიცინო წარმომადგენლების ეფექტურობის შეფასება KPI კრიტერიუმების შესაბამისად;
- გუნდის პროფესიული განვითარება და საჭირო ტრენინგების ინიცირება;
- ექიმებთან, კლინიკებთან და ფარმაცევტებთან შედეგზე ორიენტირებული და გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
- ძირითადი აზროვნების ლიდერების (Key Opinion Leaders – KOL) იდენტიფიცირება და მათთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე ზრუნვა;
- KOL-ებთან, ჯგუფის მენეჯერებთან და წარმომადგენლებთან ერთად მრგვალი მაგიდების, სემინარების, თემატური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- კონფერენციების, პრეზენტაციების, სემინარების და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
- სავაჭრო წერტილებში კონსულტანტებთან მუშაობა და მხარდაჭერა;
- სავაჭრო წერტილებში პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
- აფთიაქებში მერჩენდაიზინგის სტანდარტის მონიტორინგი;
- ბრენდ მენეჯერებთან მჭიდრო თანამშრომლობა სამედიცინო სტრატეგიის განხორციელების მიზნით;
- პერიოდული ბაზრის ანალიზი, კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი და შედეგების გაზიარება მენეჯმენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამედიცინო ან ფარმაციის მიმართულებით;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მედიცინის ან/და ფარმაციის მიმართულებით;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- MS Offie პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- გუნდის მართვისა და მათი მოტივირების უნარები;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;
- დაგეგმვის, ანალიზის, განხორციელებისა და შეფასების უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე