კომპანია Digitron აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის/Q&A ტესტერის პოზიციაზე სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.
ვაკანსიის დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი/Q&A ტესტერი
ადგილმდებარეობა ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1.
სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი
აღწერა ფუნქცია/მოვალეობები
- კლიენტისგან დაფიქსირებული ბიზნეს ამოცანების შესწავლა და გადაწყვეტის გზების შემუშავებაში ჩართულობა
- ფუნქციონალის ტესტირება სცენარების მიხედვით
- ტესტირების სცენარების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
- სისტემური ტესტირების განხორციელებასა და ტესტირების შედეგების ანალიზში მონაწილეობის მიღება
- პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების დოკუმენტირება და შესაბამისი პირებისთვის წარდგენა
- მსგავსი პროდუქტების, სიახლეებისა და ალტერნატივების მოკვლევაში მონაწილეობის მიღება
- ტესტირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება მენეჯერის დავალებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
- ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
- სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
- სასურველია 1C პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- გუნდურად მუშაობის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- თანამედროვე ტექნოლოგიებთან/პროგრამულ უზრუნველყოფებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hr@balance.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ,,ბიზნეს ანალიტიკოსი/Q&A ტესტერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24.04.2025 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.