ელექტრიკოსი
VIP GWS
თარიღები: 10 აპრ - 25 აპრ
მდებარეობა: თელავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა:  ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: mn@gws.com.ge
შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ (GWS) აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თელავი, აჩინებული
განაკვეთი: სრული
კომპანიის საიტი: http://gws.ge/

ძირითადი მოვალეობები:
  • საწარმოო დანადგარებთან და ელექტრო სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, განახლება - დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი
  • საწარმოს ელექტრო ენერგიით მომარაგება შეუფერხებლად ;
  • საწარმოს ელ.ტექნიკური ზედამხედველობა;
  • ელექტროგენერატორების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის კუთვნილებაში მყოფი მაღალი ძაბვის ქსელის და ძალოვანი ტრანსფორმატორების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიულ-ტექნიკური განათლება (ელექტრიკოსის, ელექტრო-მექანიკური, ენერგეტიკული)
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • მინიმუმ მე-IV ჯგუფის სერტიფიკატი (სასურველი)
  • დარგში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა

ელექტრო-მექანიკოსმა უნდა იცოდეს
  • ელექტრო სქემების გარჩევა
  • მექანიკური ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა, მექანიკური მანქანა/დანადგარების და კონვეერული სისტემის ცოდნა
  • დანადგარების ავტომატიზირებული მართვის პრინციპები.
  • შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ნორმები და წესები
  • პირველადი სამედიცინო დახმარება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე mn@gws.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 25 აპრილისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.