Deka-ს სამედიცინო და ესთეტიკური ლაზერული აპარატურის ტექნიკოსი
2xP PRIORITY Natali Group
თარიღები: 10 აპრ - 09 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: natali@natali.ge
კომპანია Natali Group აცხადებს ვაკანსიას Deka-ს სამედიცინო და ესთეტიკური ლაზერული აპარატურის ტექნიკოსი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ჩვენს შესახებ:
Natali Group არის საქართველოში ლიდერი კომპანია ესთეტიკისა და სილამაზის ინდუსტრიაში, რომელიც ასევე გახლავთ მსოფლიოში წამყვანი იტალიური ბრენდის Deka-ს სამედიცინო და ესთეტიკური ლაზერული აღჭურვილობის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ვაცხადებთ ვაკანსიას Deka ლაზერის ტექნიკოსის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს ლაზერული აპარატურის ტექნიკურ მოვლას, დიაგნოსტიკას და შეკეთებას.

მოვალეობები:
  • კომპანია Deka-ს ლაზერული აპარატურის მონტაჟი, ტექნიკური მოვლა და შეკეთება.
  • აპარატურის ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დროული აღმოფხვრა.
  • პროფილაქტიკური შემოწმება და კალიბრაცია.
  • აპარატურის შესაბამისობის უზრუნველყოფა უსაფრთხოების ნორმებთან და მწარმოებლის რეკომენდაციებთან.
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და აპარატურის მუშაობის ისტორიის მართვა.
  • მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან კოორდინაცია საჭირო ტექნიკური დახმარებისთვის.

მოთხოვნები:
  • რადიოინჟინერიის ინჟინერიის დიპლომი.
  • სამედიცინო/ესთეტიკურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და სწრაფი მოგვარების უნარი.
  • უსაფრთხოების ნორმებისა და ლაზერული აპარატურის კალიბრაციის ცოდნა.
  • დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი.
  • კარგი კომუნიკაციის უნარები, როგორც თანამშრომლებთან, ისე მომწოდებლებთან.
  • ინგლისური ენის ცოდნა

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტული ხელფასი და ბონუს სისტემა.
  • პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების შესაძლებლობა საზღვარგარეთ.
  • თანამედროვე, ინოვაციურ ტექნოლოგიებთან მუშაობა.
  • მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო.

თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი განათლება და გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: natali@natali.ge