შპს სანტე ჯი ემ თი პროდუქტების პარტნიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე ქ.გურჯაანში.განაკვეთი: 13:00-დან 19:00 საათამდეძირითადი მოვალეობები:- ადგილზე რეალიზაციის რეესტრის წარმოება;
- შემოსავლების სამსახურის პორტალსა და 1C-ში მუშაობა;
- შეკვეთების მიღება და დამუშავება;
- დღიური ანგარიშგებების წარმოება;
ძირითადი მოთხოვნები:- პროგრამა 1C-სა და RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ს ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - 1C ოპერატორი - თბილისი ან დარეკოთ ნომერზე +995 591 12 83 61.განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 აპრილიგაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.