ბუღალტერი
2xP PRIORITY თი-ემ-სი
თარიღები: 11 აპრ - 10 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2600
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@tmcgeorgia.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 032 2 242 499
აუდიტორულ კომპანია TMC აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: დარიცხული 2 600 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • ადგილმდებარეობა - თბილისი, საბურთალო.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
  • ბუღალტრული პროგრამა ORIS-ს ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, როგორც საკომუნიკაციო, ასევე წერილობით.

აუცილებელი უნარები:
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება/დეკლარირება სტანდარტების დაცვით;
  • საგადასახადო ორგანოებში, დეკლარაციებისა და სხვა საჭირო ანგარიშგებების შედგენა და მათი წარდგენა კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით;
  • ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com და Subject-ში მიუთითოთ ამ ვაკანსიის დასახელება ,,ბუღალტერი“ - წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

გაცნობებთ, რომ კომპანია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება დამუშავდეს, რათა დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მომავალი ვაკანსიებისთვის. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემების შეცვლა ან წაშლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

კომპანია კანდიდატის შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების და თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად და გამორიცხავს პირთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.