ტექნიკური უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის ასისტენტი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას  ტექნიკური უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • ყველა  საჭირო დოკუმენტაციის შეკრება, მომზადება და  შესაბამისი სამსახურისათვის წარდგენა;
  • სამსახურში შემოსული მოთხოვნების, პრობლემური საკითხების და შესასრულებელი სამუშაოების რეესტრის შედგენა და შესრულების კონტროლი;
  • საქმიანობის შედეგებზე ორიენტირება,ყოველდღიური დავალებების შესრულება;
  • დადგენილი გეგმების შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
  • დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

პიროვნული უნარ–ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  •  გუნდურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  მოგვაწოდოთ CV   ფოტოსურათით, 30 აპრილამდე   შემდეგ საფოსტო მისამართზე: HR_vbc@bochorishvili.ge

შენიშვნა: 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია  (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია),"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.  გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“-ს მიერ (ს/კ:405018831) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის /პირების მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზისიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კლინიკაში არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. 
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფომით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.-ფოსტაზე: Info.Bochorishvili@Bochorishvili.ge .
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს mladvisoryteam@gmail.com  და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.