შპს „გერგილი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის პოზიციაზეშპს „გერგილი“ წამყვანი საკონსულტაციო კომპანია შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის სფეროში.ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინებით)სამუშაო გრაფიკი: სრულიშრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;მოთხოვნები:- სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- ვაკანსიაზე განიხილება მინიმუმ 2 (ორი) წელი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტი;
- ინგლისური ენის ცოდნა (B 1 – B 2 დონე) სავალდებულოა;
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია კარგი წერითი უნარების ფლობა;
- დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
- აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
ფუნქციები:- საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
- რისკების განსაზღვრა და რისკების დოკუმენტის წარმოება;
- ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავება;
- დასაქმებულთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით;
- საქმიქნობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
- კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი;
- დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება;
- საჭიროებისამებრ სახელმწოფო მაკონტროლებელ უყებებთან თანამშრომლობა და მათთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოწოდება;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hs@gergili.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.