კიბერუსაფრთხოების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
უშიშროება/დაცვა: ინფორმაციის უსაფრთხოება
 2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
„2 ნაბიჯი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.  

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას კიბერუსაფრთხოების მენეჯერის  პოზიციაზე ქ.თბილისში
სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სატელეფონო ლიმიტი;

ძირითადი ფუნქციები:
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნა და მის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სხვა ინსტრუმენტების შემუშავება.
  • კიბერ უსაფრთხოების აუდიტისა და შეფასების ჩატარება მოწყვლადობების გამოსავლენად, რისკების იდენტიფიკაცია,(მათ შორის მესამე მხარის) ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
  • კომპანიის ყველა ორგანიზაციულ ერთეულთან ეფექტური თანამშრომლობა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის, პოლიტიკის შესრულებისა და ოპერაციული მდგრადობის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პროცესების მხარდაჭერის მიზნით;
  • ინფორმაციის მთლიანობის, კონფიდენციალურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი მეთოდების და ტექნიკების შემუშავება, შეფასება და დანერგვა;
  • ფიშინგისგან დაცვის მექანიზმების გაძლიერება, ძლიერი პაროლების მართვის პოლიტიკის დანერგვა და მონიტორინგი;
  • თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამების შემუშავება და პერიოდული ტრენინგების ჩატარება კიბერუსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების დანერგვისა და რისკების პრევენციისათვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია Information Security, Cybersecurity, Computer Science მიმართულებებში;
  • სასურველია 3+ წლიანი გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების ან IT რისკების მართვის სფეროში.
  • კიბერუსაფრთხოების ჩარჩოების (NIST, ISO 27001, CIS Controls) ცოდნა. ISO 27001 , GDPR , PCI DSS , NIST , HIPAA
  • ქსელური უსაფრთხოების, Endpoint Protection და Cloud Security თეორიული ან/და პრაქტიკული ცოდნა.
  • დაშიფვრის ტექნოლოგიების, ფეიერვოლების და VPN კონფიგურაციების ცოდნა.
  • SIEM გადაწყვეტილებების (Splunk, QRadar, ELK Stack) გამოყენების გამოცდილება.
  • Penetration Testing და Vulnerability Assessment ინსტრუმენტების (Nessus, Metasploit) ცოდნა.
  • Identity and Access Management (IAM) გადაწყვეტილებების პრაქტიკული ცოდნა.
  • ინგლისური ენის ცოდნა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  24 აპრილი. 2025 წელი.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. 
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი”  მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!