ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars" , რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე.
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზანიერის პოზიციაზე თბილისში.
ანაზღაურება: ხელფასი 1500 ლარი
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზანიერის პოზიციაზე თბილისში.
ანაზღაურება: ხელფასი 1500 ლარი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქციები:
- კომპანიის ბრენდისთვის შესაბამისი ვიზუალური მასალების შექმნა (სოციალური მედია, ვებსაიტი, ბანერები, სარეკლამო მასალა).
- სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება;
- კომპანიის ბრენდბუქის დაცვა და განახლება.
- სოციალური მედიისთვის ვიდეო კონტენტის მონტაჟი.
- კრეატიული იდეების გენერირება ბრენდის პოპულარიზაციისთვის.
- მარკეტინგის გუნდთან და ქოფირაითერთან თანამშრომლობა კრეატიული კონტენტის შესაქმნელად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითველება უპირატესობად (Ilustrator, Photoshop; Adobe Premiere Pro; Adobe After Effects);
- სხვა დიზაინერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სოციალური მედიის და ციფრული რეკლამის ვიზუალების შექმნის გამოცდილება ჩაითველბა უპირატესად.
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ორგანიზებულობა;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯამრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.