არქივარიუსი HR დეპარტამენტში
2xP PRIORITY Cenomi Retail
თარიღები: 10 აპრ - 09 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800
ადმინისტრაცია:  არქივარიუსი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hrgeo@cenomi.com
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

Cenomi Retail 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

კომპანია Cenomi Retail Georgia აცხადებს დოებით ვაკანსიას: არქივარიუსი HR დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70, სითი თაუერი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები)
დასაქმების პერიოდი: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • HR დოკუმენტების სკანირება;
  • დასკანერებული დოკუმენტების ორგანიზება და კატეგორიზაცია;
  • ფაილების სათანადო დასახელება და სისტემატიზაცია;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • უნარი იმუშაოს დამოუკიდებლად და ორგანიზებულად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე hrgeo@cenomi.com;

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: არქივარიუსი HR დეპარტამენტში.