კომპანია Grand City Real Estate ეძებს ადმინისტრატორის პოზიციაზე ენერგიულ და კომუნიკაბელურ პიროვნებას.
ანაზღაურება: 1000 +ბონუსი
მოვალეობები:
- სტუმრების მიღება-განთავსება შესაბამის აპარტამენტებში;
- სტუმართან ანგარიშსწორების და დოკუმენტაციის წარმოება;
- სტუმრების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში (მათ შორის სტუმრის პირადი ინფორმაციის შეყვანა) და მიმართულების მიცემა;
- შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხი;
- ნომრების სერვისებზე და ტარიფებზე ინფორმაციის მიწოდება;
- სასტუმროს ნომრების დასუფთავების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება როგორც დამლაგებლისთვის, ისე ხელმძღვანელობისთვის;
- ჯავშნების აღრიცხვა და მონიტორინგი;
- სტუმრებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- ონლაინ პლატფორმების კონტროლი;
- სასტუმროში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება ხელმძღვანელობისათვის და მათი გადაჭრის პროცესებში ჩართვა;
- სმენის განმავლობაში სალაროს კონტროლი,შემოსული თანხების აღრიცხვა და შენახვა;
ენები:
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური
- პუნქტუალური
- ენერგიული
- შრომისმოყვარე
სამუშაო გრაფიკი:
- 10:00-19:00 ( 1 საათიანი შესვენება).
- კვირაში ორი დღე დასვენება.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- მუშაობას,პროფესიულ გუნდთან ერთად,რომელიც აქტიურად ვითარდება უძრავი ქონების სექტორში.
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
- საკუთარი თავის წარმოჩენის,განვითარების და პროფესიული ზრდის პერსპექტივას უძრავი ქონების სექტორში.
- სტუდენტებისთვის ხელშეწყობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მაილზე:
officemanager@gcbatumi.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595003735.