გაყიდვების მენეჯერი
2xP PRIORITY Gymnasia
თარიღები: 08 აპრ - 07 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gymnasia.com
სპორტული კომპლექსი „Gymnasia“ ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს ჩვენს გუნდში!!!

ძირითადი მოვალეობები:
  • სპორტული კომპლექსის სერვისების აქტიური გაყიდვა (აბონემენტები, ჯგუფური და ინდივიდუალური ტრენინგები, კორპორაციული პაკეტები და სხვ.)
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
  • არსებული მომხმარებლის ბაზასთან ურთიერთობის გაღრმავება და შენარჩუნება
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება
  • სპორტული კომპლექსის სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სპორტთან დაკავშირებული სფერო უპირატესობად ჩაითვლება)
  • კომუნიკაბელურობა, აქტიურობა და პოზიტიური დამოკიდებულება
  • ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Office, CRM სისტემები სასურველია)
  • სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების სტილისადმი ინტერესის არსებობა — პლუსია
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და ენერგიულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა
  • განვითარებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივა
  • სპორტული კომპლექსის სერვისებით სარგებლობის სპეციალური პირობები თანამშრომლებისთვის

სამუშაო ადგილი:ქ.თბილისი, საბურთალო, ამაშუკელის ქ. #14ა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gymnasia.com, ხოლო Subject-ის ველში მიუთითეთ „გაყიდვების მენეჯერი“

აღნიშნულ ვაკანსიაზე გამოხმაურებით ადასტურებთ, რომ აცხადებთ თანხმობას მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სპორტულმა კომპლექსმა „Gymnasia“-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.