მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ბათუმი სრული განაკვეთი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი ენები: ინგლისური, ქართული, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტოლოგი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა, კომპანიის რეპუტაციის მართვა და პოზიტიური იმიჯის მხარდაჭერა;
  • წლიური მარკეტინგული და ბრენდის სტრატეგიების შემუშავება და მათი ეტაპობრივი განხორციელება;
  • მარკეტინგის დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
  • შედეგებზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
  • ბრენდისა და მიმდინარე/სამომავლო პროექტების პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავება;
  • მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების სრული პროცესის კოორდინაცია როგორც გარე პარტნიორებთან/სააგენტოებთან, ასევე შიდა გუნდის წევრებთან;
  • მიმდინარე მარკეტინგული პროცესების მონიტორინგი და შედეგების ანალიზის საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • მარკეტინგული გუნდის ეფექტიანი მართვა: იდეების გენერირება და სტრატეგიის ერთობლივად დაგეგმვა;
  • დავალებების გამართულად დელეგირება გუნდის წევრებზე და პროცესის მონიტორინგი;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პერიოდული ანგარიშგება მენეჯმენტთან, მათ შორის ანალიტიკის მომზადება და წარდგენა;
  • კომპანიის მონაწილეობა გამოფენებსა და კონფერენციებში;
  • ბრენდის ერთიანობის უზრუნველყოფა ყველა კომუნიკაციურ არხზე
  • ციფრული არხების სტრატეგიული გეგმის შემუშავება
  • ციფრული ტენდენციების ცოდნა და მათი პრაქტიკული გამოყენება დეველოპერულ სექტორში;
  • ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება მიღებული ანალიტიკიდან გამომდინარე
  • SMM სტრატეგიების ანალიტიკა
  • ვებგვერდის, SEO-სა და Google Ads-ის კოორდინაცია ტექნიკურ გუნდთან ერთად;
  • მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების გუნდთან პროდუქტის პოზიციონირებასა და ფასის სტრატეგიის განსაზღვრაში;
  • ახალი ობიექტების ან ფაზების მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა

კვალიფიკაცია:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება);
  • გამოცდილება ბრენდინგში, გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვასა და ციფრულ მარკეტინგში;
  • სტრატეგიული ხედვა, ორგანიზებულობა და ძლიერი კომუნიკაციური უნარები;
  • შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ვადების, პრიორიტეტებისა და პროცესების მართვის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა; (სასურველია რუსული ენის ცოდნაც)

გთავაზობთ:
  • კონკურენტულ სახელფასო სისტემას და საბონუსე პოლიტიკას
  • ინოვაციურ პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობას
  • საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობას
  • სამუშაო გარემოს, სადაც შეძლებთ თქვენი იდეების რეალიზებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

პერსონალური მონაცემების დაცვა:
ვაკანსიაზე გამოხმაურებითა და რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადით და მიზნებისთვის. მონაცემები ინახება კომპანიის ბაზაში ერთი წლის განმავლობაში.
გაგზავნე CV