სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმისამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღეძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა, კომპანიის რეპუტაციის მართვა და პოზიტიური იმიჯის მხარდაჭერა;
- წლიური მარკეტინგული და ბრენდის სტრატეგიების შემუშავება და მათი ეტაპობრივი განხორციელება;
- მარკეტინგის დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
- შედეგებზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
- ბრენდისა და მიმდინარე/სამომავლო პროექტების პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავება;
- მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების სრული პროცესის კოორდინაცია როგორც გარე პარტნიორებთან/სააგენტოებთან, ასევე შიდა გუნდის წევრებთან;
- მიმდინარე მარკეტინგული პროცესების მონიტორინგი და შედეგების ანალიზის საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- მარკეტინგული გუნდის ეფექტიანი მართვა: იდეების გენერირება და სტრატეგიის ერთობლივად დაგეგმვა;
- დავალებების გამართულად დელეგირება გუნდის წევრებზე და პროცესის მონიტორინგი;
- სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
- პერიოდული ანგარიშგება მენეჯმენტთან, მათ შორის ანალიტიკის მომზადება და წარდგენა;
- კომპანიის მონაწილეობა გამოფენებსა და კონფერენციებში;
- ბრენდის ერთიანობის უზრუნველყოფა ყველა კომუნიკაციურ არხზე
- ციფრული არხების სტრატეგიული გეგმის შემუშავება
- ციფრული ტენდენციების ცოდნა და მათი პრაქტიკული გამოყენება დეველოპერულ სექტორში;
- ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება მიღებული ანალიტიკიდან გამომდინარე
- SMM სტრატეგიების ანალიტიკა
- ვებგვერდის, SEO-სა და Google Ads-ის კოორდინაცია ტექნიკურ გუნდთან ერთად;
- მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების გუნდთან პროდუქტის პოზიციონირებასა და ფასის სტრატეგიის განსაზღვრაში;
- ახალი ობიექტების ან ფაზების მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა
კვალიფიკაცია:- უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება);
- გამოცდილება ბრენდინგში, გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვასა და ციფრულ მარკეტინგში;
- სტრატეგიული ხედვა, ორგანიზებულობა და ძლიერი კომუნიკაციური უნარები;
- შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ვადების, პრიორიტეტებისა და პროცესების მართვის გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა; (სასურველია რუსული ენის ცოდნაც)
გთავაზობთ:- კონკურენტულ სახელფასო სისტემას და საბონუსე პოლიტიკას
- ინოვაციურ პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობას
- საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობას
- სამუშაო გარემოს, სადაც შეძლებთ თქვენი იდეების რეალიზებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.პერსონალური მონაცემების დაცვა:ვაკანსიაზე გამოხმაურებითა და რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადით და მიზნებისთვის. მონაცემები ინახება კომპანიის ბაზაში ერთი წლის განმავლობაში.