მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი Santoni
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: მოლარე
,,Santoni“ - იტალიური მოდის ბრენდი, რომელიც დაარსდა 1975 წელს. ის ცნობილია თავისი მაღალი დონის ფეხსაცმლითა და ტყავის ნაწარმით. ბრენდმა სწრაფად გაითქვა სახელი განსაკუთრებული ხარისხის მასალებისა და ინოვაციური დიზაინის გამო. 
 
ცხადდება ვაკანსია „Santoni”-ს პირველი ფილიალისთვის, მოლარის პოზიციაზე.
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სალარო ოპერაციების განხორციელება (პროგრამა 1C); 
  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის შეთავაზება ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად; 
  • კომფორტული  გარემოს შექმნა  ჩვენი მომხმარებლებისთვის; 
  • მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ; 
  • ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება  და  მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი; 
  • მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
  • მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; 
  • Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას; 
  • სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს; 
  • ფიქსირებული ხელფასი  + ბონუსი; 
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის 28   
 
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "მოლარე - Santoni“ 
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.    
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge