მაღაზიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Maje
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
,,Maje“ - ფრანგული მოდის ბრენდი, რომელიც დაარსდა 1998 წელს, ცნობილია თავისი ელეგანტური, თანამედროვე ტანსაცმლით. ბრენდი გვთავაზობს მაღალი დონის, დახვეწილი კოლექციის ფართო არჩევანს
ცხადდება ვაკანსია „Maje”-ს პირველი ფილიალისთვის, მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაყიდვების შედეგების მონიტორინგი თვის/კვირის/წლის ჭრილში და გუნდთან კომუნიკაცია;
  • ბიზნეს სტრატეგიების შემუშავება, სწორი მართვა და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • მაღაზიის გაყიდვების გეგმის განხორციელება;
  • მაღაზიის პერსონალის მართვა, მათი სამუშაო გრაფიკების კოორდინირება;
  • მაღაზიის მარაგის და ინვენტარის რეგულარული კონტროლი;
  • ყველა შესაბამისი დოკუმენტების, ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე მსგავს სფეროში;
  • დროის მენეჯმენტის, პრობლემის გადაჭრისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვების ტენდენციების ანალიზის უნარი;
  • MS Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საბაზისო მათემატიკური უნარები;

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის 28

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "მაღაზიის მენეჯერი - Maje“

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ. პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge