გაყიდვების კონსულტანტი
2xP PRIORITY Maje
თარიღები: 18 აპრ - 07 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@leadersystem.ge
,,Maje“ - ფრანგული მოდის ბრენდი, რომელიც დაარსდა 1998 წელს, ცნობილია თავისი ელეგანტური, თანამედროვე ტანსაცმლით. ბრენდი გვთავაზობს მაღალი დონის, დახვეწილი კოლექციის ფართო არჩევანს
ცხადდება ვაკანსია „Maje”-ს პირველი ფილიალისთვის, გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის შეთავაზება, ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის;
  • მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ;
  • ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა მოდის სამყაროს ზოგად ტენდენციებსა და განვითარებულ მოვლენებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის 28

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი - Maje“

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის
განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ. პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge