პრემიალური პროდუქტების მენეჯერი/ლუქს კატეგორიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსი ფარმა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კატეგორიის მენეჯერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას პრემიალური პროდუქტების მენეჯერი (ლუქს კატეგორიის მენეჯერის) პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით)
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე, პარფიუმეულ კომპანიაში ან სილამაზისა და კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელში;
  • ქართული, ინგლისური(B2) და რუსული(B2) ენების ფლობა
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილო ცოდნა; MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; სასურველია 1C – ERP სისტემის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკების წარმოების უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა , თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

ძირითადი მოვალეობები:
  • კატეგორიის სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობა და საკუთარი ხედვის დაფიქსირება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკება და კომერციული პირობების შეთანხმება;
  • გასაყიდი ფასის და მარჟის კონტროლი, ბაზრის კვლევა და საფასო პოლიტიკის განსაზღვრა;
  • რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
  • შეკვეთების განთავსება უცხოელ და ქართველ მომწოდებლებთან;
  • სავაჭრო ობიექტების მიხედვით ინდივიდუალური ასორტიმენტის ჩამოყალიბება;
  • ვადაგასული და მოკლევადიანი პროდუქტების მართვა;
  • რეკომენდაციის გაცემა გუნდისთვის, ლუქს და პრემიალური ბრენდების უპირატესობის შესახებ და ა.შ;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:
ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
დიპლომის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი; მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16 ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 22.04.2025წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.