შპს „ბაუფლექსი“ წარმოადგენს „ნეოტექი“-ს ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაფუძნდა 2018 წლის იანვარში და რომლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს იატაკების, შეკიდული ჭერების, თბო და ჰიდროიზოლაციის თანამედროვე სამშენებლო მასალების და სისტემების იმპორტი-რეალიზაცია და რაც ყველაზე მთავარია, ამ სისტემების ინსტალაცია ევროპული (ძირითადად გერმანული) სტანდარტების შესაბამისად.
კომპანია „ბაუფლექსი“ თავის საქმიანობაში იყენებს მხოლოდ თავის სფეროში ლიდერი ევროპული მწარმოებლების მასალებს, სამშენებლო ქიმიას, სამუშაო ინსტუმენტებსა და მოვლა-აღდგენის საშუალებებს. კომპანია „ბაუფლექსის“ საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემები, მასალები რეალიზებული და/ან ინსტალირებული გვაქვს ასეულობით ობიექტზე, მათ შორის: აპარტამენტებში და სასტუმროებში, კომერციულ-საოფისე ფართებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სპორტულ კომპლექსებში და ა.შ.
კომპანია „ბაუფლექსი”, რომელიც დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას, აცხადებს ვაკანსიას “ოფის მენეჯერის” თანამდებობაზე:
სამსახურებრივი მოვალეობები:

- სატელეფონო ზარების პასუხი და შესაბამის პირთან გადამისამართება;
- კომპანიის საინფორმაციო ელ. ფოსტის (info@bauflexy.ge) მუდმივი შემოწმება და შემოსულ წერილზე ან პასუხის გაცემა, ან კომპანიის შესაბამის თანამშრომელთან გადამისამრთება;
- შეხვედრების ორგანიზება, სტუმრებისა და მომხმარებლების მიღება-გამასპინძლება;
- ოფისის საჭიროებისთვის შესაბამისი საქონლის ყიდვის ორგანიზება და სხვა სამეურნეო ოპერაციების შესრულება;
- ინვოისებისა და სასაქონლო რეზერვების მომზადება;
- კონტრაგენტებთან ხელშეკრულებების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და კონტროლი;
- მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და კონტროლი
- კომპანიის დოკუმუნტბრუნვის ორგანიზება-კონტროლი - ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, შიდა აქტების, ბრძანებების, შემომავალი და გამავალი წერილების რეგისტრაცია, აღრიცხვა და შესამისი რეესტრის წარმოება;
- უშაულო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და წვრილმანებზე დაკვირვების უნარი;
- შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმის უნარი;
- გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი უნარები (კომუნიკაბელურობა, შრომის განაწილება და პუნქტუალურობა);
- სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში და პირობებში მუშაობის უნარი;
- აკურატული, შინაგანად დისციპლინირებული.
ანაზღაურება - 1500 ლარი თვეში (საშემოსავლო და საპენსიოს გადასახადების გარეშე);
სასურველი კანდიდატის შერჩევისას, გაფორმდება ორთვიანი საგამოცდო ვადით ხელშეკრულება ანაზღაურებით 1200 ლარი (საშემოსავლო და საპენსიოს გადასახადების გარეშე);
საგამოცდო პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გაფორმდება ძირითადი შრომითი ხელშეკრულება ანაზღაურების ზემოაღნიშნული პირობებით და დასაქმებული ჩაერთვება ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიულ პროგრამაში.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ. ფოსტაზე: info@bauflexy.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, არსებობის შემთხვევაში, მოგვაწოდოთ Linkedin-ის ანგარიშის ბმულიც.
მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის 106
სამუშაო საათები: 09:30-18:30