უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი
2xP PRIORITY Hill City Real Estate
თარიღები: 08 აპრ - 06 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000 - 9000
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  უძრავი ქონება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Hillcity.sales@gmail.com
კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 -დან 19:00 საათამდე;
პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა. 

მოთხოვნები:
  • ვეძებთ კანდიდატს სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილებით უძრავი ქონების სფეროში.
  • უმაღლესი განათლება.
  • ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე.

ფუნქციები:
  • კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
  • კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
  • გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა
  • მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
  • დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.

აუცილებელი უნარები:
  • ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი
  • გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
  • გამართულად მეტყველების და წერის უნარი
  • მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
  • CV-ის განხილვა
  • გასაუბრება.

ანაზღაურება: სახელფასო ზღვარი 2000 - 9000 ლარი (სრულად გამომუშავებით, დამოკიდებულია აქტიურობასა და შრომისმოყვარეობაზე) განისაზღვრება გაყიდული უძრავი ქონებიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის 40%-60%-ით.ინდივიდუალურად განიხილება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით. 
სტაჟირება: ორი კვირა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hillcity.sales@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი"