მარკეტების ქსელი „გვირილა“ ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
შპს „გვირილა რითეილი“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას
უსაფრთხოების დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე:
ფუნქცია/მოვალეობები:
- დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
- დირექტორის საოფისო დოკუმენტაციის მართვა;
- შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების შემდგომი დოკუმენტაციების წარმოება.
- შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება;
- გასული და შემოსული წერილების/დოკუმენტაციის მიღება/გაგზავნა
- ოფიციალური წერილების მომზადება და გაგზავნა;
- კომპანიაში სხვადასხვა პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მუდმივი კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- უმაღლესი განათლება
- საოფისე პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- აღმასრულებელი თანაშემწის/ ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება;
- ორგანიზებულობა
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა სათავო ოფისი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
HR@gvirila.com.geწერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.