რედბერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ონლაინ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი"wegroup"-ი არის თანამედროვე დინამიური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 13 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით - Myredberry.ge და Mandarina.geჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: Wegroup.ge „wegroup“ აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისშისამუშაო დღეები: კვირაში 5 დღესამუშაო საათები: 10:00 – 19:00სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა.სამუშაოს აღწერა:სპეციალისტის მიზანია უზრუნველყოს მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია ონლაინ პლატფორმებზე და შეკვეთების სწრაფი, ზუსტი მართვა.ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
- ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
- ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ.
- პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
- ჯანსაღ სამუშაო გარემო;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურება;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები- მომხმარებლის შეკითხვებზე სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრულ დროში რეაგირება ტელეფონით, ონლაინ შეტყობინებებითა თუ კომენტარებით.
- პროდუქტების, მომსახურებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
- მომხმარებლის პრობლემების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება
- პროდუქციის მარაგების და შეკვეთების გადამოწმება სამუშაო პროგრამებში
- ონლაინ შეკვეთების მიღება, გადამოწმება, პროგრამული ასახვა და სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრულ დროში მიტანის ორგანიზება
- ონლაინ გაყიდვების ზედნადების ატვირთვა და პროგრამული ასახვა (FINA)
- ონლაინ გაყიდვების ყოველდღიური ანგარიშების მომზადება
- მომხმარებლის კმაყოფილების გამოკითხვების ჩატარება
- ვებ-გვერდზე არსებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და დეველოპერთან კომუნიკაცია
- ხელმძღვანელის მიერ ელ. კომერციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ელ. კომერციის ან ქოლცენტრის მიმართულებით
- ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (B2 დონე მინიმუმ);
- MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ღირებულებები და პიროვნული უნარები:- პასუხისმგებლობა;
- გუნდურობა;
- სამართლიანობა;
- ლოიალურობა;
- მაღალი ემოციური ინტელექტი;
- პრობლემურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნდარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/9j972l2eდაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.