გაყიდვების კონსულტანტი
თარიღები: 07 აპრ - 06 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 - 1300
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
"wegroup"-ი არის თანამედროვე დინამიური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 13 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით - Myredberry.ge და Mandarina.ge

ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: Wegroup.ge 

„wegroup“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:

მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 
  • 5 დღე ნახევარი განაკვეთი: I ცვლა - 10:00-16:00; II ცვლა - 16:00-22:00
  • შესვენება: დღეში 40 წუთი
  • 1 დღე სრული განაკვეთი: 10:00-22:00
  • შესვენება: 1 სთ და 20 წუთი

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, 1000-1300 ლარამდე

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
  • ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
  • ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ.
  • პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურება;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომსახურების სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის, ასევე არსებული აქციების შესახებ;
  • პროდუქციის მიღება და სარეალიზაციოდ განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
  • სალარო აპარატთან მუშაობა;
  • მაღაზიის ვიზუალზე და სტენდის სისუფთავეზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა.

ღირებულებები და პიროვნული უნარები:
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/01z08lQb
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!