კომპანია "უნიმედი" 2011 წლიდან პოზიციონირებს. კომპანიის საქმიანობაში მთავარი ფასეულობებია ხარისხი, პროფესიონალიზმი და სანდოობა. "უნიმედი" ახორციელებს სამედიცინო აპარატურისა და ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო საგნების რეალიზაციას, ამასთანავე, ამ აპარატურის მონტაჟს, ინსტალაციასა და სერვისს. ჩვენი პარტნიორები არიან სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელი ცნობილი ბრენდები: Nihon Kohden, Chirana, Intersurgical, Progetti, Gima, Promek Medical, Kenmak, Chison, Gemss Medical, Biocare, Healforce, Acercon Medical, Ensymm, Italray, Ecoray, Fulset და სხვ. ჩვენი კომპანიის პროდუქციით აღიჭურვა და სარგებლობს ბევრი მოწინავე კლინიკა.
კომპანია "უნიმედი" კვალიფიციური პროფესიონალების მეშვეობით უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევას, ადგილზე მიწოდებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევას. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე და უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფას როგორ ლოკალურად, ასევე, გლობალურად. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, ესტუმრეთ ჩვენს FB გვერდს: https://www.facebook.com/profile.php?id=100063645292270 ამრიგად, სადაც "უნიმედია", იქ ხარისხი და პროგრესია!
სადაც ხარისხი და პროგრესია, იქ წარმატებაა!
სწორედ ამ ფასეულობების გაზიარებისთვის, კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორაციული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
- არსებულ კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში;
- პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
- გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
- სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
- შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი;
- პრეზენტაციების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო სფეროში);
- გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
- კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
- ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- გამართული და დახვეწილი მეტყველება;მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
- მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
- პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი;
- გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
- კარიერულად ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass
თუ თვლით, რომ სამუშაოს შინაარსი და თქვენი კვალიფიკაცია თანხვედრაშია ერთმანეთთან, გამოაგზავნეთ რეზიუმე cv@unimedi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.