გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Geosm
მივლინება: არა ხელფასი: 1200 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.  
 
კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 3000-მდე დასახელების პროდუქცია. მაღაზია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს.  
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 14 
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი  
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 10:00-20:00სთ, დასვენება - ყოველ მესამე დღეს 
ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული + სამი თვის შემდეგი ბონუსი +  ჯანმრთელობის დაზღვევა 
 
 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:  
  • მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე 
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა 
  • გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება 
  • მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა 
  • კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად 
  • მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება 
  • ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;  
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება; 
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) 
 
პიროვნული თვისებები:  
  •  ენერგიული; 
  • ორგანიზებული; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; 
  • მოტივირებული; 
  • შრომისმოყვარე; 
  • თავაზიანი; 
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: shop@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
გისურვებთ წარმატებას!