მარკეტინგის დირექტორი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 07 აპრ - 22 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
TOP მენეჯმენტი:  მარკეტინგის დირექტორი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
„არქი“-ში ვეძებთ მარკეტინგის დირექტორს  
 
ფუნქციები და პასუხისმგებლობები: 
  • მარკეტინგის დეპარტამენტის გუნდის მართვა; 
  • მარკეტინგული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; 
  • ეფექტიანი ლიდების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, კონვერტაციის ზრდის უზრუნველსაყოფად; 
  • გაყიდვების სტიმულირებისთვის პროექტების მომზადება და ანალიზი; 
  • მარკეტინგული პროექტების ბიუჯიტირება; 
  • მარკეტინგული კამპანიების, პროექტების, სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ვადების ეფექტიანად მართვა;  
  • მარკეტინგული მიზნებისთვის, კვლევების საჭიროების განსაზღვრა და ორგანიზება; 
  • ბაზრის სიახლეების, ტენდენციების შესწავლა და კონკურენტული ანალიზის რეგულარული განხორცილება; 
  • ბრენდისა და პროდუქტების ეფექტიანად წარმოჩენის უზრუნველყოფა; 
  • სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება; 
  • შეთანხმებული პერიოდულობით, რეპორტინგის წარმოება, ანალიტიკა და აღმასრულებელ დირექტორთან წარდგენა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება; 
  • გუნდის მართვის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა. 
 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025  წლის 22 აპრილის  ჩათვლით:  
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php  
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.