მიწოდების ჯაჭვის კოორდინატორი
თარიღები: 07 აპრ - 06 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2500 - 3000
ენები: ინგლისური გერმანული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@doktorabc.com
ჩვენს შესახებ:
Helfy არის საერთაშორისო კომპანია სამედიცინო მომსახურების სფეროში. ჩვენი მისიაა ტელემედიცინის ინდუსტრიაში სიახლეების შეტანა განსხვავებული სამედიცინო სერვისების მიწოდებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

Helfy აცხადებს ვაკანსიას მიწოდების ჯაჭვის კოორდინატორის პოზიციაზე. 

მოვალეობები:
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა: სამედიცინო მწარმოებლებთან კომუნიკაცია (ძირითადად სამედიცინო კანაფის ინდუსტრიაში) პროდუქციის ხელმისაწვდომობის, ფასებისა და რაოდენობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მარაგების ანალიზი და შესყიდვებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა ხელმძღვანელებთან კოორდინირებულად.
  • პატრნიორების მოძიება: ახალი პარტნიორების იდენტიფიცირება. დისტანციური შეხვედრების დაგეგმვა, პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
  • აფთიაქებთან თანამშრომლობა: ახალი აფთიაქების ონბორდინგი, მათი პროდუქტის შეფასება და მათთვის პარტნიორი მწარმოებლების პროდუქტების შეთავაზება. აფთიაქებში პროდუქტების გადანაწილება მათი შესაძლებლობების, მარაგისა და პარტნიორობის პირობების გათვალისწინებით.
  • აფთიაქების ყოველდღიური მხარდაჭერა: პარტნიორი აფთიაქებისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ ცვლილებაზე ფასებთან, პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
  • მარაგების ოპტიმიზაცია და მონიტორინგი: პარტნიორ აფთიაქებში მარაგებისა და პროდუქციის ეფექტიანობის კონტროლი. დაბრუნებული შეკვეთების ანალიზი და ალტერნატივების შეთავაზება.
  • სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა: მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ერთად მუშაობა პროდუქტის ხელმისაწვდომობის და მათი ჩანაცვლების საკითხებზე.  CRM გუნდთან მუშაობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება პროდუქტებთან დაკავშირებით, სწორი იმეილ კამპანიების უზრუნველსაყოფად.
  • პროდუქტის მენეჯმენტი: ახალი პროდუქტების დამატება ვებ-გვერდზე, ძირითადი კონტენტის მომზადება და შიდა სისტემაში ატვირთვა.

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მიწოდების ჯაჭვის, ლოგისტიკის ან საოპერაციო მიმართულებით.
  • ინგლისური ენის ცოდნა B2-C1 დონეზე სავალდებულოა.
  • გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • პროგრამების ცოდნა: G Suite, Excel, Monday (ან ანალოგი), Mixpanel

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ ოფისს ქალაქის ცენტრში.
  • სოციალური და ინტერპერსონალური უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
  • საერთაშორისო გუნდს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა გქონდეთ კომუნიკაცია კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, შვედეთი და თურქეთი.

ლოკაცია: ნუცუბიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 ან 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (NET)

თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ გამოგვიფზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@doktorabc.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებებს გისურვებთ!