ინდუსტრიული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი ვილბურ ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინტერიერის დიზაინერი
ვილბურ ჰოლდინგის გუნდი ეძებს შემოქმედებითად მოაზროვნე,  როგორც დამწყებ, ისე სამუშაო გამოცდილების მქონე, ნიჭიერ ინდუსტრიულ დიზაინერს, რომელიც სპეციალიზებულია ავეჯისა და განათების დიზაინის განხრით.

"ვილბურ ჰოლდინგი"  არის IZIPIZI-ის (ფრანგული სათვალეების ბრენდი) და Messy Weekend-ის (დანიური სათვალეების ბრენდი) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მისი ქვეკომპანიის სახით, რომლის პროექტია კონცეპტუალური მაღაზიაც GIGGLES concept store. ასევე მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე სტუმართ-მასპინძლობის, უძრავი ქონების და სხვა სფეროებში.
გუნდის ახალ წევრს ვპირდებით  საუკეთესო სამუშაო გარემოს და კომპანიის შიგნით განვითარების პერსპექტივას.

მოვალეობები:
  • თანამედროვე ავეჯისა და განათების დიზაინის შემუშავება;
  • წარმოებისთვის დეტალური ესკიზების, 3D CAD მოდელების და ტექნიკური ნახაზების შექმნა;
  • ინჟინრებთან, ხელოსნებთან და მწარმოებლებთან თანამშრომლობა/მუშაობა;
  • კონცეფციის დახვეწის მიზნით პროტოტიპების/ნიმუშების ტესტირების პროცესში ჩართულობა;
  • იდეებისა და კონცეფციის ნათლად წარდგენა მუდბორდების, რენდერებისა და ფიზიკური მოდელების მეშვეობით.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინდუსტირული დიზაინის, ავეჯის დიზაინისა, თუ სხვა მსგავსი მიმართულებით;
  • შესაბამისი მიმართულებით პორტფოლიო;
  • ჩამოთვლილი პროგრამებიდან მინიმუმ ერთის ცოდნა (Shapr3D, SolidWorks, Rhino, Fusion 360) ასევე სასურველია Adobe Photoshop, Adobe illustrator ცოდნა
  • 3D ბეჭდვის ცოდნა;
  • პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრისა და ტექნიკური დიზაინის უნარი;
  • სხვადასხვა მასალის, წარმოების ტექნიკისა და პროტოტიპების შექმნის ცოდნა;
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბესარიონ ჟღენტის 68.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@wilbour.com. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.