მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელიექსპრესი" ეძებს გამოცდილ ფილიალის მენეჯერს მარნეულში, რომელსაც აქვს გამორჩეული გამოცდილება ოქროს ექსპერტ-შემფასებლად.
ვინ ვართ ჩვენ?
„ინტელიექსპრესი“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ფინანსურ სექტორში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი მიზანია მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და განვავითაროთ ფილიალების საქმიანობა.
სამუშაო გრაფიკი – 40 საათი კვირაში
ანაზღაურება – ფიქსირებული + ბონუსი შესრულებული გეგმის მიხედვით
გამოსაცდელი ვადა – 3 თვე
ბენეფიტები – ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული ნომერი
მოვალეობები:
- ფილიალის საქმიანობის ეფექტური მართვა და გუნდის ოპერატიული კოორდინაცია;
- ტალანტების მართვა და მათი განვითარება;
- კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
- პერიოდულად, ბაზრის ანალიზი კონკურენტ კომპანიებში მომსახურების მოქმედ პირობებთან დაკავშირებით და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადების შემუშავება-წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
- პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა – აქ განსაკუთრებით ფასდება პირადი გამოცდილება და რეპუტაცია ამ სფეროში;
- სალომბარდე და საკრედიტო პორტფელის განვითარება;
- კონვერტაციებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა და შესრულება;
- პროცესის გაუმჯობესების მიზნით სალომბარდე და საოპერაციო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის.
ძირითადი მოთხოვნა:
- გამოცდილება ოქროს ექსპერტ-შემფასებლად – აუცილებელია, რომ კანდიდატი იყოს ამ სფეროში ძლიერი და სანდო.
სხვა მოთხოვნები:
- მინ. 1 წლიანი გამოცდილება საოპერაციო ხელმძღვანელის ან ანალოგიურ პოზიციაზე;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- ქართული და რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია);
- აზერბაიჯანულის ცოდნა – უპირატესობად ჩაითვლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
- ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@intelexpress.ge
შენ ხარ ის ადამიანი, ვინც შექმნის ძლიერ ფილიალს მარნეულში – შემოგვიერთდი!
„ინტელიექსპრესი“ გისურვებთ წარმატებას!