ფილიალის მენეჯერი
თარიღები: 07 აპრ - 06 მაი
მდებარეობა: მარნეული
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: რუსული აზერბაიჯანული
საბანკო:  ფილიალის მმართველი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@intelexpress.ge
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელიექსპრესი" ეძებს გამოცდილ ფილიალის მენეჯერს მარნეულში, რომელსაც აქვს გამორჩეული გამოცდილება ოქროს ექსპერტ-შემფასებლად.
 ვინ ვართ ჩვენ?

„ინტელიექსპრესი“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ფინანსურ სექტორში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი მიზანია მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და განვავითაროთ ფილიალების საქმიანობა.

სამუშაო გრაფიკი – 40 საათი კვირაში
ანაზღაურება – ფიქსირებული + ბონუსი შესრულებული გეგმის მიხედვით
გამოსაცდელი ვადა – 3 თვე
ბენეფიტები – ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული ნომერი

მოვალეობები:
  • ფილიალის საქმიანობის ეფექტური მართვა და გუნდის ოპერატიული კოორდინაცია;
  • ტალანტების მართვა და მათი განვითარება;
  • კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • პერიოდულად, ბაზრის ანალიზი კონკურენტ კომპანიებში მომსახურების მოქმედ პირობებთან დაკავშირებით და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადების შემუშავება-წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა – აქ განსაკუთრებით ფასდება პირადი გამოცდილება და რეპუტაცია ამ სფეროში;
  • სალომბარდე და საკრედიტო პორტფელის განვითარება;
  • კონვერტაციებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა და შესრულება;
  • პროცესის გაუმჯობესების მიზნით სალომბარდე და საოპერაციო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის.

ძირითადი მოთხოვნა:
  • გამოცდილება ოქროს ექსპერტ-შემფასებლად – აუცილებელია, რომ კანდიდატი იყოს ამ სფეროში  ძლიერი და სანდო.

სხვა მოთხოვნები:
  • მინ. 1 წლიანი გამოცდილება საოპერაციო ხელმძღვანელის ან ანალოგიურ პოზიციაზე;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია);
  • აზერბაიჯანულის ცოდნა – უპირატესობად ჩაითვლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@intelexpress.ge
შენ ხარ ის ადამიანი, ვინც შექმნის ძლიერ ფილიალს მარნეულში – შემოგვიერთდი!
„ინტელიექსპრესი“ გისურვებთ წარმატებას!