დღის მოლარე-რეგისტრატორი

მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
კლინიკა სამგორი მედი აცხადებს ვაკანსიას დღის მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტების რეგისტრაცია,მართვა.
  • ამბულატორიული ბარათის გახსნა და საჭირო ინფორმაციის შევსება;
  • დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება სამედიცინო მენეჯმენტის, ბიზნესის ან ფინანსების მიმართულებით
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).
  • საოფისე პროგრამების (word, excel) ცოდნა საშუალო დონეზე

ძირითადი ფუნქციები:
  • პაციენტის მომსახურებასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება ,სალარო აპარატთან მუშაობა
  • დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება,
  • სხვა ფუნქცია–მოვალეობები ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის დავალების შესაბამისად.

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 17:00 სთ, შაბათი - 10.00 – 14:00 სთ (თვეში 2 შაბათი, გრაფიკით)

თვისებები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV სურათთან ერთად) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@samgorimedi.ge ხოლო სათაურის გრაფაში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ „მოლარე -რეგისტრატორი“. სხვა შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კლინიკა ,,სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი სამგორი მედი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს ,, სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი სამგორი მედი “-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე