მოლარე/ოქროს შემფასებელი

თბილისი სრული განაკვეთი ლიდერ კრედიტი
ხელფასი: 850 - 1100
საბანკო: მოლარე (საბანკო), ექსპერტ-შემფასებელი (ძვირფასი ლითონები)
შპს მისო "ლიდერ კრედიტი"  თბილისის ფილიალებისთვის აცხადებს ვაკანსიას მოლარე, ოქროს შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი:
დღის ცვლა : ცვლიანობის გრაფიკით, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
დასვენება:  კვირაში 2 დღე 
 
მდებარეობა:
თბილისი, გლდანი-ნაძალადევი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება 
  • გზავნილების გაგზავნა, მიღება/განაღდება;
  • ძვირფასი ლითონების (ოქროს) მიღება, შეფასება;
  • სალომბარდე სესხის გაცემა.
 
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანს;
  • გუნდურს;
  • ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებით;
  • ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნა (შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა) ჩაითვლება უპირატესად;

ანაზღაურება : 850 - 1100 ლარი (გამოცდილების გათვალისწინებით)
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:  2025 წლის 30 აპრილი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:  hr@leadercredit.ge

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე:  http://www.leadercredit.ge 

მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით ან/და ტელეფონის ნომერზე: +995 322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!