კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში.კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანლის პოზიციაზე.პოზიცია: კორპორატიული გაყიდვებისამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი (დასვენება -კვირაში 2 დღე)სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი + ბონუსი ულიმიტო შესაძლებლობებით(საშუალო ხელფასი 4000-5000 ლარი)გამოსაცდელი პერიოდი - 2 თვე.ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 2 თვე - 2500₾ფუნქცია მოვალეობები:- კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
- ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება კლიენტთა ბაზის შექმნა და მუდმივი მონიტორინგი;
- კორპორატიული კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება;
- ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მისი გაფორმების კოორდინაცია;
- კორპორატიული კლიენტების მხრიდან მოთხოვნილი პროდუქციის მარაგის მოძიება და მიწოდების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
- კორპორატიული კლიენტების ლიმიტების, კონსიგნაციებისა და გადახდების კონტროლი და აღნიშნულ ინფორმაციაზე ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- კორპორატიული კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დაწესებული ფასების ჩასწორების ინიცირება და კოორდინაცია;
- კორპორატიული კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული პროდუქციის მარაგების კონტროლი;
- კორპორატიული კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
- ინგლისური ან რუსული ენის ფლობა
- ანალიტიკური აზროვნება
- თვითმოტივირებისა და გუნდის მოტივირების უნარი
- მართვის უნარი
- დელეგირების უნარი
- პასუხისმგებლიანი
- კომუნიკაბელური
ჩვენ გთავაზობთ:- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- სადაზღვევო პოლისს.
- კორპორაციულ ფასდაკლებას.
- პროფესიულ განვითარებას.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად.- ინდივიდულაური გასაუბრება
- ტესტი
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში მიუთითეთ პოზიცია „კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი“განაცხადიs შემოტანის ბოლო ვადა: 30.04.2025 წ.
გისურვებთ წარმატებას!