მიმტანი

თბილისი ნახევარი განაკვეთი სასტუმრო სფლენდიდ თბილისი
მივლინება: არა ხელფასი: 650
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
’’ჰიტეკო ჯგუფ’’-ში შემავალი სასტუმრო Hotel Splendid Tbilisi ეძებს გუნდის წევრს მიმტანის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 650;
გრაფიკი: 5 დღეს, 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • რესტორნის სივრცის მომზადება სტუმრების მოსვლამდე
  • მენიუს და სხვა სასტუმროს ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა
  • სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება
  • შეკვეთის სწორი აღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად
  • სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება
  • სტუმართან და კოლეგებთან სწორი და დროული კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@splendidtbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.გისურვებთ წარმატებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com