ადმინისტრატორი
თარიღები: 07 აპრ - 03 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 600
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: college@safetyacademia.ge
უსაფრთხოების აკადემია არის ტრეინინგ ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ტრეინინგების ჩატარებას.

ამ ეტაპზე "Safety Academia" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00-მდე
  • დასვენება: შაბათ-კვირა

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
  • შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
  • საოფისე-საკანცელარიო ნივთების კონტროლი, შესყიდვები, ანგარიშსწორება და სხვა საოფისე საქმიანობა;
  • კურსის მსმენელებთან კომუნიკაცია და ადმინისტრაციულ საკითხებში კონსულტაცია;
  • ინვოისის და სხვა ფინანსური აღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
  • ენერგიულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგს:
  • პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.
  • მაღალი თვით რეალიზაციის მიღწევის საშუალება.
  • სტაბილური და მზარდი ანაზღაურება.
  • მეგობრული სამუშაო გარემო;
  • Fitpass.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე college@safetyacademia.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ანაზღაურება იწყება 600 ლარიდან.

ჩვენს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტებზე - www.safetyacademia.ge და www.safetyacademy.ge