გაყიდვების დირექტორი
VIP G&A GROUP
თარიღები: 14 აპრ - 20 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
TOP მენეჯმენტი:  გაყიდვების დირექტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gagroup.com.ge
G&A Group აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ჩვენს შესახებ:
G&A Group არის სწრაფად მზარდი ქართული კომპანია, რომელიც სპეციალიზდება მაღალი ხარისხის ნახევარფაბრიკატების წარმოებაში. ჩვენ ვამზადებთ პროდუქციას მხოლოდ სუფთა და გადამოწმებული ნედლეულით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმკაცრესი სტანდარტების დაცვით.

ჩვენი მისიაა:
  • გავამარტივოთ ყოველდღიური კვება - გემრიელი ხარისხიანი და სანდო პროდუქტებით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • გაყიდვების სტრატეგიის შექმნა, განხორციელება და მონიტორინგი
  • გაყიდვების გუნდის მართვა, განვითარება და მოტივაცია
  • გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი და KPI-ების ანალიზი
  • ახალი კლიენტების მოძიება და სტრატეგიული პარტნიორობების განვითარება
  • ბაზრის კვლევა, და კონკურენტული ანალიზი
  • CRM სისტემის (1C) ეფექტური გამოყენება ყოველდღიურ ოპერაციებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში, მათ შორის მინიმუმ 3 წელი მენეჯერულ პოზიციაზე
  • ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციური უნარები
  • გამოცდილება B2B ან/და B2C გაყიდვების სტრატეგიულ მართვაში
  • სტრატეგიული ხედვა და ანალიტიკური უნარები
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია MBA ან მასთან დაკავშირებული განათლება

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუს სისტემა
  • კარიერული განვითარების რეალური შესაძლებლობა
  • პროფესიული ტრენინგები და ძლიერი გუნდური მხარდაჭერა
  • დინამიური და პროფესიული სამუშაო გარემო

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@gagroup.com.ge
ვაკანსიის დასრულების ვადაა: 20 აპრილი 2025